წარმოქმნა

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსში, გამოიყოფა ორი ტიპი, რომელიც აინფიცირებს ადამიანს: აივ-1 და აივ-2. აივ-1 არის მეტად საშიში და ასევე უფრო იოლად გადაცემადი. მსოფლიოში აივ ინფექციების ძირითადი ნაწილი მისგან არის გამოწვეული. 2006 წლის 25 მაისს ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა, რომ სწორედ აივ-1 არის მსგავსი მაიმუნის იმუნოდეფიციტის ვირუსისა, რომელიც აღმოაჩინესშიმპანზეებში.[6][7] მოლეკულური დაკვირვებებიდან ჩანს, რომ აივ შიმპანზეებიდან ადამიანში გადაცემულა ახლო წარსულში.
მეცნიერების მტკიცებით ვირუსის შიმპანზედან ადამიანებში გავრცელდა XIX საუკუნის ბოლოს ან XX საუკუნის დასაწყისში კამერონის ტყეებში, მდინარე სანაგასთან ახლოს ან კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასას მიმდებარე ტერიტორიებში. ერთერთი ვერსიის მიხედვით, აივ გავრცელდა მონადირისგან, რომელსაც ნადირობისას უკბინა შიმპანზემ. ვირუსის დიდ არიალზე გავრცელებას ხელი შეუწყო აფრიკის კოლონიზაციამ და აქედან იაფასიანი სისხლის ექსპორტმა ამერიკისა დაევროპის სისხლის ბანკებში



წყარო

No comments:

Post a Comment