სიმპტომები და სტადიები

შიდს-ის ჩამოყალიბება საფეხურობრივად მიმდინარეობს.
1)დაავადების გამწვავების პერიოდი. დგება 1-3 თვეზე დაინფიცირების შემდეგ. უარესდება ორგანიზმის საერთო მდგომარეობა, მატულობს ტემპერატურა, დიდდება ლიმფური ჯირკვლები, აღინიშნება თავისა და ყელის ტკივილი. შეიძლება გაჩნდეს გამონაყარი სხეულის სხვადასხვა ადგილებზე. ეს სტადია გრძელდება 14-დან 20 დღემდე და გადადის პერსისტირების სტადიაში.
2)დაავადების მტარებლობის სტადია. ის მიმდინარეობს პრაქტიკულად სიმპტომების გარეშე. ეს სტადია შეიძლება გაგრძელდეს 10 და მეტი წლის განმავლობაში. ამასთან ერთადერთი სიმპტომი შეიძლება ლიმფური ჯირკვლების უმნიშვნელო გადიდება იყოს.
3) მესამე სტადიაა, გენერალიზებული პერსისტირებადი ლიმფადენოპათიის სტადია. ამ პერიოდში აღინიშნება ლიმფური ჯირკვლების ძლიერი გადიდება. მისი ხანგრძლივობა დაახლოებით 3 თვეა.
4)პრე-შიდსის ან შიდს-ასოცირებული კოპლექსის პერიოდი. ხასიათდება სიმპტომების მკვეთრი გამოხატულებით. ამდროს მცირდება სხეულის მასა დაახლოებით 10%-ით. 1 თვის განმავლობაში არ წყდება დიარეა. ამავე ხანგრძლივობით გრძელდება ცხელება, რომელსაც თან ახლავს ძლიერი ხველა. ჩნდება კანის გაღიზიანების მრავალი სიმპტომი.
5)შიდსის ფორმირების საბოლოო სტადია. დაავადების სიმპტომები ხდება მუდმივი და ძლიერად პროგრესირებადი.
 


წყარო

No comments:

Post a Comment