აივ-ის აგებულება და სასიცოცხლო ციკლი

ბუნებაში ცნობილი ვირუსების თითქმის მთელი გენეტიკური ინფორმაცია შენახულია დნმ-შ. აივ-ვირუსის გენეტიკური ინფორმაცია კი რნმ-თი არის წარმოდგენილი. აივ-ვირუსი იყენებს ფერმენტ უკუტრანსკრიპტაზას და თავისი რნმ გადაყავს დნმ-ში უკუტრანსკრიფციის გზით. ამის შემდეგ აივ-ვირუსის გენომი ჩაშენდება T-ლიმფოციტის გენომში და ხდება მისი განუყოფელი ნაწილი, ამიტომ უჯრედს არშეუძლია ბრძოლა მის წინააღმდეგ. ეს პროცესი გრძელდება დაახლოებით 12 საათი ვირუსის შეჭრიდან, რის შემდეგაც პროცესი ხდება შეუქვეცადი, რადგან ვირუსი უკვე აკნტროლებს ადამიანის იმუნიტეტს და იმ დროს როდესაც აივ-ინფექცია გადადის შიდს-ის სტადიაში უკვე ადამიანის იმუნური სისტემის უამრავი უჯრედი შეიცავს ვირუსის გენომს.
დასაწყისში ვირუსი აქტიურად მრავლდება, და თავისუფალი ვირიონები გამოჩნდებიან თავზურგტვინის სითხესა და სისხლში. აივ-ვირუსის რეპლიკაციის პირველი ტალღა შეიძლება გამოიხატოს სიცხით, გამონაყარით, ანუ სიმპტომებიათ რომელიც ახასიათებს გრიპის ვირუსს, შეიძლება აღინიშნოს აგრეთვე ნევროლოგიური დარღვევები. შემდეგი რამოდენიმე კვირი მანძლიზე მოცირკულირე ვირიონების რიცხვი მნიშვნელოვნად მცირდება. თუმცა ვირუსი რჩება ორგანიზმში. მისი აღმოჩენა შეიძლება არამარტო T-4 ლიმფოციტებში, რომლებიც თავიდან ითვლებოდნენ აივ-ვირუსის ერთადერთ მასპინძლებად, არამედ იმუნური სისტემის სხვა უჯრედებში, ნერვული და საჭმლის მომნელებელი და ზურგის ტვინის ზოგიერთ უჯრედში.
აივ-ვირუსის ცხოვრების ციკლი იწყება მისი მიმაგრებით სამიზნე უჯრედის მემბრანაზე. რის შემდეგაც ვირუსი თავის შიგთავსს უშვებს უჯრედის შიგნით. შიგთავსი წარმოდგენილია ორი იდენტური რნმ-ის ჯაჭვით, სტრუქტურული ცილებითა და ფერმენტებით. ისინი საჭიროა ვირუსის სასიცოცხლო ციკლის შემდეგი სტადიებისათვის. ყველაზე მნიშვნელოვან ფერმენტს წარმოადგენს უკუტრანკრიპტაზა, რომელიც ახორციელებს ვირუსის გენეტიკური ინფორმაციის გადატანას ანუ დნმ-ის სინთეზს. პირველ ეტაპზე უკუტრანსკრიპტაზა ახდენს ერთჯაჭვიანი დნმ-ის სინთეზს ვირუსის რნმ-ს საფუძველზე შემდეგ კი დნმ-ს მეორე ჯაჭვს, რისთვისაც მატრიცად იყენებს პირველ საფუხრზე დასინთეზებულ ერთჯაჭვიან დნმ-ს. ამის შემდეგ აივ-ვირუსის გენეტიკური ინფორმაცია უკვე ორჯაჭვიანი დნმ-ს სახით აღწევს უჯრედის ბირთვში. იმავე ფერმენტის ინტეგრაზული აქტივობის მეშვეობით ხდება ვირუსის გენომის ჩაშენება ქრომოსომულ დნმ-ში. უჯრედის გენომში ჩაშენების შემდეგ ვირუსის გენომს ეწოდება პროვირუსი. მისი გამრავლება მოხდება უჯრედთან ერთად უჯრედის დაყოფის დროს და გადაეცემა ადამიანის უჯრედის შემდეგ თაობებს.
აივ-ვირუსის სასიცოცხლო ციკლის მეორე ეტაპი წარმოადგენს ახალი ვირიონების სინთეზის სტადიას. ახალი ვირიონები წარმოიქმება მხოლოდ ზოგიერთ დაინფიცირებულ უჯრედში. ეს პროცესი იწყება როცა გრძელი საბოლოო მიმდევრობები, რომლებიც მოთავსებული არიან ვირუსული გენომის ბოლოს, ახდენენ ვირუსული გენომის ტრნსკრიფციის ინიციირებას. ამ დროს მასპინძელი უჯრედის ფერმენტები იწყებენ ვირუსული რნმ-ის, პროვირუსის ასლების სინთეზს.





წყარო

No comments:

Post a Comment