სექსუალური კონტაქტი


ახალი კვლევის მიხედვით, იმუნოდეფიციტის ვირუსის მატარებელმა ადამიანმა, რომელიც ანტირეტროვირუსულ წამლებს მიიღებს, 96%-ით ნაკლები შანსია შიდსის ვირუსი ჯანმრთელ პარტნიორს გადასდოს. აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მიერ ის 1 763 წყვილი გამოიკვლიეს, რომელთაგანაც ერთ-ერთი იმუნოდეფიციტის ვირუსით იყო დაავადებული. კვლევა 4 წლით ადრე შეწყდა, რადგან ცდები ძალზე წარმატებული აღმოჩნდა.მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ კვლევები „არსებითად მნიშვნელოვანია.“ვლევა 2005 წელს დაიწყო და აზიის, აფრიკისა და ამერიკის კონტინენტები მოიცვა. იმუნოდეფიციტის სინდრომით დაავადებული პაციენტები 2 ჯგუფად დაიყო. პირველ ჯგუფში ანტირეტროვირუსული მედიკამანტები დაუყოვნებლივ მიეცათ. მე-2 ჯგუფში კი მხოლოდ მაშინ იღებდნენ სამკურნალო საშუალებებს, როცა მათი  სისხლის ანალიზი ძალზე ცუდ შედეგებს იძლეოდა.ორთავე ჯგუფს მიეცემოდა ფსიქოლოგიური კონსულტაცია უსაფრთხო სექსზე, უფასო პრეზერვატივები და მკურნალობა სექსუალური გზით გადაცემულ ინფექციებზე.იმ პარტნიორებს შორის, ვინც დაუყოვნებლივ დაიწყო ანტირეტროვირუსული თერაპია, შიდსის ვირუსის მხოლოდ 1 გადადება დაფიქსირდა, ხოლო მე-2 ჯგუფში კი 27.ეს დიდი აღმოჩენა თამაშის წესების სერიოზულად შემცვლელია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, იმუნოდეფიციტის ვირუსის გადადების 80% სექსუალური გზით ხდება და ამგვარი აღმოჩენა არსებითი წინსვლაა.დაკვირვებითი კვლევებით, შიდსის სექსუალური გზით გადაცემის თავიდან ასაცილებლად ანტირეტროვირუსული მედიკამანტებით მკურნალობის ეფექტის თაობაზე ვარაუდები ადრეც გამოითქმებოდა, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, რაც მისი ეფექტურობა კლინიკურად შემოწმდა და გამოიცადა.ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადა: „ახალი კვლევა გახმაურებულად ადასტურებს იმას, რასაც ბევრი ადრინდელი მცირე კვლევა გვეუბნებოდა წლების განმავლობაში.“„საერთაშორისო დონორები უკვე ვეღარ შეძლებენ ამგვარი დასაბუთებული კვლევის იგნორირებას. იმუნოდეფიციტის ვირუსის მკურნალობა ძალზე მძლავრი ფორმაა შიდსის თავდაცვისაგან და ამას უდიდესი შედეგი ექნება იმ ქვეყნებში, რომლებიც ეპიდემიისაგან ყველაზე მეტად არიან დაზარალებულნი.“


წყარო



No comments:

Post a Comment