გადაცემის მექანიზმები


გადაცემის მექანიზმები
დაუცველი სქესობრივი კონტაქტი. ვაგინალური ანალური და ორალური. აივ-ინფიცირებულების ¾ მსოფლიოში ამ გზით არის დაინფიცირებული. და მათი უმეტესობა ჰეტეროსექსუალური კონტაქტებია. ერთი დაუცველი სქესობრივი კონტაქტიც საკმარისია დასაინფიცირებლად. ინფიცირებული სისხლი ან მისი პრეპარატები. ასეთი გზით გადაცემა განვითარებულ ქვეყნებში თითქმის არ ხდება, რაც განპირობებული დონორის სისხლის შემოწმებით. სამედიცინო ხელსაწყოების (რომელთაც კონტაქტი აქვთ ორგანიზმის სითხეებთან) მრავალჯერადად გამოყენება, მათი არასაკმარისი სტერილიზაციის შემდეგ.
ასე რომ ვირუსი ფართოდ არის გავრცელებული ნარკომანებში რომლებიც სარგებლობენ საერთო შპრიცით. შესაძლებელია აივ-ის გადაცემა დაინფიცირებული სისხლის მოხვედრით ჭრილობაზე. აივ-ი 1/3 შემთხვევებში გადაეცემა დედიდან ნაყოფს. საკეისრო კვეთა მნიშვნელოვნად ამცირებს ასეთი გადაცემის რისკს. ახალშობილის დაინფიცირება შესაძლებელია ასევე დედის რძით.
აღსანიშნავია, რომ მრავალმა სამეცნიერო კვლამ დაადგინა, რომ აივ-ის გადაცემა არ ხდება უშუალო კონტაქტით, შეხებით ან კოცნით, ასევე არ გადაეცემა საჭმლით ან წყლით და სისხლმწოვი მწერებით.


No comments:

Post a Comment